"ეს რას უშლის ხელს ვერ "გავაიასნე"
ქუთაისის მერიამ
ორახელაშვილის ქუჩაზე არსებულ კვების ობიექტს სარეკლამო ბანერის შინაარსი დაუწუნა. კაფეს, რომელსაც "მოქეიფეთა სამინისტროს" სახელს ატარებს, სარეკლამო ბანერისთვის მფლობელებს მერიამ გაფრთხილება და სახელწოდების შესაცვლელად 45 დღიანი ვადა მიეცა.
ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, რეკლამაზე გამოსახული კაფის სახელწოდება ქალაქის იერ-სახეს არ შეესაბამება და მიუღებელია, რის გამოც ობიექტის მფლობელებს გაფრთხილება მიეცათ.
მესაკუთრემ სახელწოდება 45 დღეში უნდა შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მერია მას 200 ლარით დააჯარიმებს.
"მოქეფეთა სამინისტროს" წარმომადგენლის განმარტებით, მისთვის გაუგებარია თუ რატომ დაიწუნა ქუთაისის მერიამ კაფის სახელწოდება.
"სხვა რაღაცას მოვიფიქრებ, მაგრამ ეს რას უშლის ხელს ვერ "გავაიასნე", იმიტომ რომ თბილისში არსებობს "ჭამა-სმის სამინისტრო", ქუთაისში რატოა ეს პრობლემა არ ვიცი," - ამბობს "მოქეფეთა სამინისტროს" წარმომადგენლი.
მერიასთან შეუთანხმებლად სარეკლამო ბანერების განთავსებისთვის თუ რამდენ ობიექტს მიეცა გაფრთხილება ქუთაისში? - ნახეთ სტატია მალე "ქუთაისიპოსტზე".
მასალის გამოყენების პირობები