ახალ სასწავლო წელს აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა.
შესასვლელი ჭიშკარი, პირველი კორპუსის შეღებილი კედლები და მოწესრიგებული აუდიტორიები - ეს ის სამუშოებია, რომელიც მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოს თვეში უნივერსიტეტში ჩატარდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩასატარებლად ამავე პერიოდში წერეთლის უნივერსიტეტში სამი ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოების საწყისი ღირებულება 28 200 ლარი გახლდათ. თუმცა, გამარჯვებულ კოოანიებთან ხელშეკრულების დადების შემდეგ სამუშოების ღირებულებამ 23 030 ლარი შეადგინა. უნივერისტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შპს "NODMARI", "ბრილმა" და "ცინა+"-მა შეასრულა. კომპანიებთან დადებული სატენდერო ხელშეკრულებების მიხედვით ირკვევა, რომ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ინტერიერისა და გარე სამუშოების განახლება ძირითადად, რუსული და ირანული წარმოების სამშენებლო მასალებით შესრულდა. წერეთლის უნივერსიტეტს მიმდინარე წელს 1 777 პირველკურსელი ჰყავს, ხოლო საერთო ჯამში სრუდენტების რაოდენობა 10 000 აჭარბებს. სტუდენტები სწავლას განახლებულ აუდიტორიებში განაგრძობენ.
მასალის გამოყენების პირობები