2020 წელს, საინფორმაციო სააგენტო
"ქუთაისიპოსტის" თანამშრომლები, ა.შ.შ.-ის საელჩოს მიერ
დაფინანსებული GMPP პროგრამის ფარგლებში გაცვლითი ვიზიტით ამერიკაში
გაემგზავრებიან.
ამას ითვალისწინებს „საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა,”
რომლის წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულია "ქუთაისიპოსტი" და
"ლაივპრესი".
კონკურსში გამარჯვებული მედიაორგანიზაციის
თანამშრომლები კვალიფიკაციას აიმაღლებენ ამერიკელ კოლეგებთან
ორმხრივი გაცვლითი ვიზიტების და ონლაინ თანამშრომლობის გზით. ასევე,
განახორციელებენ აქტივობებს მცირე გრანტის ფარგლებში.
GMPP პროგრამა IREX-ი მიერ 2010 წლიდან ხორციელდება საქართველოში
აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ფინანსური
მხარდაჭერით. GMPP-ის მისიაა ხელი შეუწყოს ქართული მედიის
განვითარებას ამერიკულ
მედიასაშუალებებთან პროფესიული
პარტნიორობის დამყარებით.
2010 წლიდან დღემდე, საქართელოს 2 ონლაინ მედიის, 16 ტელევიზიისა და 2
რადიოს 135 წარმომადგენელს GMPP პროგრამის ფარგლებში საშუალება ჰქონდა
ენახა როგორ მუშაობს მედია ა.შ.შ.-ში და აგრეთვე აქ, ადგილზე ემუშავათ
50 ამერიკელ კოლეგასთან 10 სხვადასხვა შტატში მდებარე 15
მედიიდან.
მასალის გამოყენების პირობები