ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის
პროექტი, საკრებულოს განსახილველად უკვე
გადაეგზავნა.
ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებმა კომისიებსა და ფრაქციებში 10 დღის
განმავლობაში უნდა განიხილონ, რის შემდეგაც, შენიშვნების არსებობის
შემთხვევაში პროექტი მერიას დაუბრუნდება.
აღმასრულებელმა კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს 10
დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც დოკუმენტი სხდომაზე
დასამტკიცებლად გავა.
2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 61 032 200 ლარია.
მასალის გამოყენების პირობები