ქუთაისში წყლის მიწოდება ერთი დღით შეიზღუდება.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი აკეთებს.
როგორც სერვის ცენტრში განმარტავენ, შეფერხების მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოები იქნება.
"მუხიანისა და ფარცხანაყანების სათავე ნაგებობებსა და ქვიტირის მეორად გადამქაჩ სადგურზე გეგმიური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, სასმელი წყლის მიწოდება ერთი დღით შეუწყდება ქ. ქუთაისის მოსახლეობასა და ორგანიზაცია-დაწესებულელბებს, რის გამოც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარეგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი შეფერხებისთვის," - აცხადებენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრში.
ქუთაისში სასმელი წყალის მიწოდება ჩვეულ რეჟმში 11 სექტემბრიდან განახლდება.
ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები