რისთვის ვიხდით სამ მილიონ ნახევარ ფულს თუკი ჩვენ არ ვაფინანსებთ კონკრეტულ სპორტულ ღონისძიებებს? -აღნიშნული კითხვა დღეს ქუთაისში, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე დაისვა.
ბრიფინგი ორგანიზაცია "ევრობა ჩვენი სახლიას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გია გოქაძემ გამართა.
გოქაძის ინფორმაციით ახალქალაქში მიმდინარეობს საქრთველოს ჩემპიონატი კრივში, რომელშიც ქუთასიის ნაკრებიც მონაწილეობს ათ წონით კატეგორიაში. სპორტსმენებს აღნიშნულ ჩემპიონატზე საკუთარი ხარჯებით მოუწიათ წასვლა.
"სპორტსმენები საკუთარი ჯიბიდან მოუხდათ კვებისა და სასტუმრობს ხარჯების დაფარვა. მაშინ როდესაც ქუთაისის სპორტული ააიპ-ის ბიუჯეტი შეადგენს 3 546 900 ლარს , მერიის სპორტის სამსახურის კი 260 ათას ლარს . რატომ არ მოხდა ამ ადამიანების დაფინანსება. სპორტსმენმა ჩემპიონატზე იფიქროს თუ გზის ფუზლე?! ", - აღნიშნა გია გოქაძემ.
გოქაძე გმირობის კვალიფიკაციას აძლევს სპოერტმენების შრომას, რომელთაგან სამი უკვე ფინალისტია.
"ის სპორტი, რომელითაც თავს იწონებს ქალაქიც და ქალაქის მერიც, დაფინანსების გარეშე არის დარჩენილი. ეს თანხა არ ხმარდება სპორტსმენების შედეგს და ააიპი პროტეჟობს კონკრეტულ სპროტის სახეობებს ან კიდევ სხვა მიზნებს ახმარენ ამ თანხას. მოკრივეები თავს მიტოვებულად გრძნობენ", - აღნიშნავს
გოქაძე მოუწოდებს ქალაქის მერს საკუთარი ჯიბიდან დააფინანსოს მოკრივეები, საკრებულოს კი მიმართავს აკონტროლოს მერის ქმედებები.
მასალის გამოყენების პირობები