ქუთაისის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის უცნობი პირის ან პირების მიერ მუქარის შემცველი სმს შეტყობინებების გაგზავნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
მომხდარზე საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.
„მომხდარზე მყისიერად დავიწყეთ გამოძიება, მეტ დეტალს ამ ეტაპზე ვერ
გეტყვით“,- აცხადებენ შსს-ში.
დეტალებზე არ საუბრობს არც სკოლის დირექტორი. ქუთაისიპოსტთან საუბარში თამაზ ჭაბუკიანი ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით ინფორმაციას ვერ გასცემს.
„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მიმდინარეობს გამოძიება. სხვას ვერაფერს გეტყვით“, - ამბობს თამაზ ჭაბუკიანი.
„მოგესალმები მართა, მე ვიცი შენზე ყველა ფარული განზრახვა. ვიცი, რომ
სწავლობ 3 საჯარო სკოლაში და მანდატურის შვილი ხარ. მე ყოველთვის
გითვალთვალებ, მაშინაც, როცა „კოლა“ მოგრჩება და მანდატურის ოთახში
ხარ. დღეს ღამის სამ საათზე დაგირეკავ და მზად იყავი“.
„მოგესალმები თომა, მე ვიცი შენზე ყველა ფარული განზრახვა. მე ყოველთვის გიყურებ და შენ ვერ მამჩნევ. მე ვიცი, რომ ფეხბურთში დადიხარ და ისიც ვიცი, რომ შენი საუკეთესო მეგობარია გ.ხ. მასაც მივწერ. გელი, არ დაგავიწყდეს“ - ამ შინაარსის შეტყობინებები მიიღეს მოსწავლეებმა.
მასალის გამოყენების პირობები