ახალი ამბები
რა უნდა გავითვალისწინოთ კომპიუტერთან მუშაობისას
FaceBook
კომპიუტერის მონიტორთან მრავალი საათის გატარება ჩვეული მოვლენა გახდა.
ასეთ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ თვალებზე. უკანასკნელ დროს სულ უფრო გახშირდა კომპიუტერთან მუშაობით გამოწვეული თვალის დაღლის სინდრომი. ის საკმაოდ მნიშვნელოვანი დისკომფორტის მომტანია: სიმშრალე, თვალებში ქვიშის შეგრძნება, სიწითლე, ტკივილი, გამოსახულების ბუნდოვანება. ეს ყველაფერი აღმოცენდება სამი ძირითადი მიზეზის გამო.

1. მონიტორის ცქერისას იშვიათად ვახამხამებთ თვალს, რაც იწვევს თვალის არასაკმარის დატენინებას.
2. როდესაც რამოდენიმე საათი თვალს ვაყოლებთ ეკრანს, ვითარდება კუნთური დაღლილობა.
3. მონიტორი სინათლის წყაროა, რომელიც აღიზიანებს თვალს.
თუმცა გარკვეული მარტივი რჩევების გათვალისწინებით შესაძლებელია თვალის დისკომფორტის შერბილება ან საერთოდ მოხსნა.
სამუშაო ადგილი
მხედველობის დაღლილობის პროფილაქტიკა უნდა დავიწყოთ სამუშაო ადგილის მოწყობით. მნიშვნელოვანია სწორად განვათავსოთ მონიტორი, რომელიც თვალებიდან 80 სმ, ანუ გაშლილი ხელის მანძილზე უნდა იყოს. როდესაც ახლოს განთავსებულ საგნებს ვუმზერთ, თვალის კუნთები იძაბება, ხოლო შორს ყურებით, დუნდება. იმისათვის, რომ თვალს აუცილებელი მოდუნების საშუალება მივცეთ, რაც შეიძლება ხშირად უნდა მოვაშოროთ თვალი მონიტორს და გავიხედოთ შორს. ეს რთული არ არის, განსაკუთრებით თუ თქვენი სამუშაო ადგილი ფანჯარასთანაა. თუ ამის საშუალება არ არის, მონიტორის უკან დაკიდეთ რაიმე ლამაზი პეიზაჟი. თვალის მოსადუნებლად, საკმარისია დროდადრო თვალი ეკარანიდან გადაიტანოთ და შეხედოთ პოსტერს.
სამუშო ადგილი უნდა იყოს კარგად განათებულ ოთახში. რაც უფრო სიბნელეა, მით არაკომფორტულია თვალისთვის მონიტორისა და გარემოს შორის არსებული კონტრასტი. ამასთან, სინათლის წყაროს კონკრეტულ განთავსებას მნიშვნელობა არ აქვს.
რეჟიმი და ვარჯიში
მნიშვნელოვანი ფაქტორი მუშაობის რეჟიმია. მხედველობის გადაძაბვა რომ არ მოხდეს, იხელმძღვანელეთ ფორმულით "45/15". 45 წუთი მონიტორთან მუშაობის შემდეგ 15 წუთი შეისვენეთ.
თავისთავად შესვენების დროს არ ღირს წიგნის წაკითხვა ან სმარტფონზე თამაში. ამ 15 წუთის განმავლობაში თვალებმა უნდა დაისვენოს. სასარგებლოა თუ თვალდახუჭული დაჯდებით რამოდენიმე წუთი. იდეალურია თუ ტაიმაუტის დროს გააკეთებთ თვალის ვარჯიშებს: თვალები ამოძრავეთ
მარჯვნივ-მარცხნივ, ზემოთ-ქვემოთ, დიაგონალზე, მორიგეობით მოახდინეთ მხედველობის ფოკუსირება შორს და ახლოს არსებულ ობიექტებზე. თუ სათვალეს ატარებთ, ვარჯიშის დროს სჯობს მოიხსნათ.
გაითვალისწინეთ, რომ ვარჯიში ნაჩვენებია მხოლოდ ჯანმრთელი თვალისთვის. ოფთალმოლოგიური დაავადებების დროს კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
წვეთები და პრეპარატები
მხედველობის დაღლილობის სინდრომის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს - საცრემლე აპკის შემადგენლობის რაოდენობრივი თუ ხარისხობრივი დარღვევის გამო რქოვანას გამოშრობას, წინ შეიძლება აღუდგეს თვალის წვეთები, ე.წ. ცრემლის შემცვლელები. ისინი ატენიანებენ რქოვანას, ხსნიან ქავილსა და წვას.
არ დაგავიწყდეთ მიმართოთ ექიმს
ყველამ, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც კომპიუტერთან უწევს ხანგრძლივად მუშაობა, წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს თვალის პროფილაქტიკური გასინჯვა. 30 წლის ზემოთ კი, ყოველწლიური ვიზიტის დროს, უნდა გაიზომოს თვალშიდა წნევა.
ჩივილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თვალის სიჯანსაღე პროფესიული წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, ამიტომ ის განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
mkurnali.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.