სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერ თაღლითების მიერ შექმნილი ყალბი
ვებ-გვერდები, რომლებსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ
აქვს. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
მათი თქმით, კიბერ თაღლითები ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო
ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ.
"ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს
სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება", - ნათქვამია
საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და
განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია
pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის
გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ
პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი
პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი.
მასალის გამოყენების პირობები