ახალი ამბები
სამსახურებრივი ავტომობილი პირად სარგებლობაში - არ ვიცოდი დარღვევად თუ ითვლებოდა
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის წარმომადგენლობა, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ბადრი ვაშაკიძეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და საქართველოს ვიცე-პრემიერის, კახი კალაძეს სახელით "მანიპულირებაში" ადანაშაულებს.
როგორც პარტიის ხელმძღვანელი გოგი წულაია ირწმუნება, ბადრი ვაშაკიძე სამსახურეობრივ ავტომობილს პირადი მიზნებისთვის იყენებს. წულაის მტკიცებით ვაშაკიძემ, ასევე პირად სარგებლობაში არსებული მობილურ ტელეფონი მერიის ბიუჯეტის ხარჯზე ორჯერ შეაკეთა.
"სამსახურებრივი ავტომობილით ისე გადაადგილდება ეს კაცი, როგორც საკუთარი მანქანით, 130 ლარი ორჯერ არის გადახდილი მერიის ბიუჯეტიდან ბადრი ვაშაკიძის ტელეფონის შეკეთებაში. ამ კაცს საკუთარი მობილურისთვის ვერ მოუვლია და ამ ტემპით მეეჭვება მიხედოს ქუთაისში განათლების სისტემას,"-ამბობს გოგი წულაია.
წულაის თქმითვე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, კახი კალაძესთან ნათესაური კავშირით "მანიპულირებს".
"როგორც ვიცი, ვაშაკიძე კახი კალაძის სახელით მანიპულირებს. ის ამბობს, რომ კალაძის ნათესავი ვარ და ვერავინ ვერაფერს დამაკლებსო. მოვუწოდებ ვიცე-პრემიერს, თუ ნამდვილად მისი ნათესავია ეს კაცი და მფარველობს, ის მაინც აუხსნას, რომ სამსახურეობრივი უფლებამისილების გადამეტებას თავი დაანებოს. თუ არაფერ შუაშია მაშინ, ნურავის გამოაყენებიებს მის სახელს,"-განმარტავს წულაია.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ვაშაკიძე, მისი მხრიდან სამსახურეობრივი დისციპლინის დარღვევას არ უარყოფს. თუმცა ის ვიცე-პრემიერთან ნათესაურ კავშირს დეზინფორმაციად აფასებს.
" ჩემთვის არ იყო ცნობილი, თუ სამსახურეობრივი ავტომობილის პირადი მოხმარებისთვის სარგებლობა დარღვევად ითვლებოდა. ამის გამო დისციპლინალური სასჯელი უკვე მივიღე და არ არის საჭირო ამ ფაქტის პოლიტიზირება. კალაძესთან ჩემი ნათესაური კავშირი სრული დეზინფორმაციაა. რაც შეეხება ტელეფონის შეკეთებას, მადვილად გადახდილია, რადგან ეს ტელეფონი სამსახურებრივი არის, მაგიდიდან გადმომივარდა და დაჭირდა შეკეთება"- განმარტავს ვაშაკიძე.
ბადრი ვაშაკიძეს საქართველოს განათლების სამინისტროს მხრიდან დისციპლინალური დარღვევისთვის გაფრთხილება ორჯერ აქვს მიღებული.
2015 წლის 12 და 15 იანვარს კი ქუთაისის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსს დისციპლინალური სასჯელის ფარგლებში 10 დღის ხელფასი დაუკავდა. 
ანა ჯანაშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.