აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის
ლექტორი, ბადრი ფორჩხიძე, პროფესორ ლევან ალექსიძის
გარდაცვალებას სიძულვილის ენის შემცველი კომენტარით
ეხმაურება.
,,აქამდეც უნდა
ჩაძაღლებულიყო’’, - წერს ბადრი ფორჩხიძე სოციალურ ქსელ
ფეისბუქში.
წერეთლის უნივერსიტეტში იგი ფილოსოფიას ასწავლის.
ლევან ალექსიძე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს
მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული
მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს
რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, ღირსების ორდენის
კავალერი იყო.
იგი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები