ახალი ამბები
"მერიის შენობა ამ წუთში არ იყიდება“ - ქუთაისის მერი
FaceBook

„ჯერჯერობით ვერაფერს  გეტყვით, მერიის შენობა ამ წუთში  არ იყიდება“, -ასე პასუხობს ქუთაისის  მერი გიორგი ჭიღვარია  მერიის ადმინისტრაციული შენობის შესაძლო გასხვისების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

რაც შეეხება იმას, იგეგმება თუ არა შენობიდან თანამშრომლების გადაყვანა, მერმა ამ შეკითხვას აღარ უპასუხა.


შენობის შესაძლო გაყიდვა  დღეს დილით უარყვეს მერიის პრესსამსახურშიც, თუმცა, რაც შეეხება თანამშრომლების სხვა შენობაში გადაყვანას, განაცხადეს, რომ ამ ინფორმაციას არც უარყოფდნენ და არც დაადასტურებდნენ.

მერიის  შენობის შესაძლო გასხვისების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადმინისტრაციული ორგანოს გადატანა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში იგეგმებოდა.

ბოლოს, შენობაში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის,  ბიძინა ივანიშვილის მიერ სასტუმროს გახსნის შესახებ  ინფორმაცია „ნიუპოსტმა“ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, მერიის თანამშრომლების აუდიტის სამსახურის შენობაში გადაყვანა იგეგმება,  რაც აუდიტის სამსახურში არ დაადასტურეს.

ქუთაისის მერიის ოთხსართულიანი შენობა ქალაქის ბალანსზეა. შენობა ძირითადი და დამატებითი  კორპუსებისგან შედგება, სადაც მერიის ააიპებია განთავსებული. შენობის მთლიანი ფართი  3279 კვ.მ-ია. 



ამავე თემაზე:

ქუთაისის მერია ადმინისტრაციული შენობის შესაძლო გასხვისებაზე

ქუთაისელები მერიის შენობის შესაძლო გასხვისებაზე - ვიდეოგამოკითხვა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,
საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის
მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.
15:03 / 17.12.2024

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.

17 დეკემბერს, ქუთაისში, სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და
პროფესორ-მასწავლებლების პროევროპული აქცია გაიმართება.
11:14 / 17.12.2024
17 დეკემბერს, ქუთაისში, სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და პროფესორ-მასწავლებლების პროევროპული აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.