ქუთაისელი ლერი ტალიკაძე, ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონს ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და ა(ა)იპ ქუთაისის
სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე შეხვდნენ
და ფულადი ჯილდო გადასცეს.
მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი შშმ პირთა შორის 9 ივლისიდან 15
ივლისის ჩათვლით აშშ-ში მიმდინარეობდა.
მასში საქართველოს სახელით ქუთაისელი 18 წლის ლერი ტალიკაძე
მონაწილეობდა, რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები