ქუთაისში, ე.წ. კეჩის ბაზრობაზე მინა ჩამოვარდა.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარი
განაცხადეს.
ბაზრობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ მინა
ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე, მოულოდნელად ჩამოვარდა და
დაიმსხვრა.
"გასკდა უცებ და ჩამოვარდა. შეიძლება, მზეზე გახურდა, ზუსტად
არავინ იცის. მსგავსი რამ აქამდე არ მომხდარა. მნიშვნელოვანი
დაზიანება არავის მიუღია. ნაკაწრები აქვთ",-ამბობს ერთ-ერთი
დასაქმებული.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მიმდინარეობს მომხდარის მიზეზის დადგენა.
მასალის გამოყენების პირობები