მიმდინარე წლის 25, 26 და 27 თებერვალს სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:
ქუთაისი. მაღალი ძაბვის ქვესადგურში "ქუთაისი 2" პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება შემდეგ ფიდერებს:
• 25 თებერვალს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი "N33" (პუშკინის, გრიშაშვილის, ცისფერყანწელების, რუსთაველი ქ. ნაწ).
• 26 თებერვალს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი "N123" (წერეთლის ქ. ნაწ).
• 27 თებერვალს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი "ცგპ-3" (26 მაისის, თბილისის, დიმიტრი თავდადებული, ტყიბულის, კოსტავას, განათლების, ნიჟარაძის ქ.).
26 თებერვალს მ/ძ გადამცემ ხაზებზე "ჭომა" და "ბანოჯა" დაგეგმილი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდება მ/ძ ქვესადგურის "ქუთაისი-4" მომხმარებლებს: ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ბარათაშვილის, გამარჯვების, გველესიანის, დია ჩიანელის, თავისუფლების, პეტრიწის, ბუაჩიძის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ანტონ კათალიკოსის, წყალტუბოს, წყაროს, ჭაბუკიანის, კოღუაშვილის, ცაცხვების, ვაჟა-ფშაველას, ნიკოლაძის, გრიბოედოვის, ძნელაძის, გაფრინდაშვილის, კიკვიძის, ყაზბეგის, ძნელაძის, ასლანიკაშვილის, ბაგრატის, დავით და კონსტანტინეს, ლესელიძის, რუას, მოსეშვილის, პეტრე იბერის, ქეთევან წამებულის, ჩანჩიბაძის და მიმდებარე ქუჩებს, გორას და ჭომის დასახლებას. საერთო ჯამში, დაახლოებით 5300 აბონენტს.
მასალის გამოყენების პირობები