ქუთაისში, ახლადაღდგენილ თეთრ ხიდზე მინდა ისევ დაიბზარა.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ადგილზე უკვე იმყოფებიან
ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგელები და მიმდინარეობს მომხდარის
მოკვლევა.
ეს არ არის ხიდზე მინის დაზიანების პირველი შემთხვევა. ერთ-ერთ
მინის ფილას ბზარები,
გასული
წლის 29 დეკემბერს, გაუჩნდა.
თეთრი ხიდი 2018 წლის 3 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, გახნსიდან
ორ დღეში ხიდზე რკინის ფილა ქარმა დააზიანა.
ქუთაისის მერიამ "ალმა რუსს", რომელმაც ხიდის რეკონსტრუქცია
განახორციელა, სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო ხელშეკრულება
გაუწყვიტა.
ამავე
თემაზე:
თეთრ ხიდზე მინა დაზიანდა
"ხიდი ბავშვებმა დააზიანეს" – მერიის ზედამხედველობის სამსახური
გამოძიების შედეგებზე
მასალის გამოყენების პირობები