უხვმა ნალექმა ხარაგაულს პრობლემები ისევ შეუქმნა (ვიდეო)
10:20 / 13.06.2019
გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
სოფლებში დააზიანა სასოფლო გზები და მწყობრიდან გამოიყვანა ხიდები.
გვიან ღამით მოვარდნილმა ღვარცოფმა ხარაგაულის ქუჩებიც
დატბორა.
"ამჯერად, სტიქიამ სოფელ ზვარეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა. ჩაწყვეტილია ბონდის ხიდი,
დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც მოვარდნილმა ზვარულამ შინაური
ცხოველების და ფრინველების სადგომები გაუნადგურა. დაიშლამა და ჩაიკეტა
გზა ე.წ. ზვარის ხიდებთან", - ამბობენ ხარაგაულის მერიაში.
მერიის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო
და მიმდინარეობს ზვარე-მოლითის დამაკავშირებელი გზის აღდგენა.
ხარაგაულში ეს არ არის სტიქიის პირველი შემთხვევა. მიმდინარე თვეში
სტიქიამ მილიონ ლარზე მეტის ზარალი შეუქმნა
მოსახლეობას.
შედარებით მსუბუქად დაზიანდა მოლითის
ადმინისტრაციული ერთეული, სადაც სოფელ ანიულას ბონდის ხიდია
ჩაწყვეტილი. ადიდებულმა ჩხერიმელამ ასევე, მწყობრიდან გამოიყვანა
დიდვაკის ქარხნის უბანში გადამავალი საავტომობილო ხიდი.
მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის
ზონაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად
იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
თანამშრომლები.
შესაბამისმა კომისიამ დილიდან დაიწყო
ზარალის დათვლა.ზვარეში გზების აღდგენის მიზნით ტექნიკა
შეჰყავთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები