დღეს, პრლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორს სამსახურის ხელმძღვანელს აირჩევენ. დეპუტატები არჩევანს ორ კანდიდადტს: ლონდა თოლორაისა და ვალერი ლომუაშვილს შორის გააკეთებენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო იქნება, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე იფუნქციონირებს.
ისნპექტორის აპარატის ამოქმედება 2019 წლის პირველი იანვრიდან
იყო დაგეგმილი, თუმცა, მაშინ სამსახურისთვის
შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მომზადება ვერ მოესწრო. არ
არსებობდა არც საჭირო ფინანსები და კადრები. კანონის ამოქმედების
გადავადების გამო დეპუტატებმა უკმაყოფილება გამოთქვეს და მმართველი
გუნდი მკაცრად გააკრიტიკეს.
მასალის გამოყენების პირობები