7-8 ივნისს იმერეთს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ეწვევა.
7 ივნისს კარლ ჰარცელი ბავშთა დღის ცენტრს, სოციალურ საწარმოსა
და სარეაბილიტაციო ცენტრს მოინახულებს. ასევე, შეხვდება ორ პარტნიორ
ორგანიზაციას, რომლებიც შშმ პირების ხელშეწყობის პროგრამაზე
მუშაობენ.
ვიზიტის ფარგლებში ელჩი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის
სასაზღვრო გამტარ პუნქტში მივა, სადაც საქართველოსა და ევროპის
სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდება. ელჩი ისაუბრებს ვიზა
ლიბერალიზაციის შეასხებ.
დღის ბოლოს ელჩი წყალტუბოში „ადგილობრივი
განვითარების ჯგუფის“ ოფიციალურ გახსნას დაესწრება. პროექტი, რომელიც
მიზნად ისახავს სოფლის განვითარების ხელშეწყობას,
ევროკავშირის დაფინანსების ფარგლებში ამოქმედდება.
წყალტუბოშივე ევროკავშირის ელჩი ოფიციალურად გახსნის ევროპის დღეს
წყალტუბოში, რომელიც იმართება საქართველოში ევროკავშირის
წარმომადგენლობის მიერ.
მასალის გამოყენების პირობები