ჭიათურაში შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში
გაფიცულ მუშებთან "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი, კახა კალაძე
და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მივიდა.
საპროტესტო აქცციაზე მისულმა კალაძემ მაღაროელებს დაჰპირდა, რომ მათი
მოთხოვნების დაკმაყოფილება დღესვე დაიწყება.
ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე გაფიცული მაღაროელების მთავარი მოთხოვნა
ხელფასების 50 % გაზრდა, ჯანდაცვისა და შრომის პირობების
გაუმჯობესება და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებაა.
"თქვენ მიერ დაყენებული ყველა საკითხის გადაწყვეტა დღესვე დაიწყება.
შეგიძლიათ, დღეს უკვე სამ საათზე ამ კომპანიასთან ბეჭდის დასმა (ამ
პრობლემაზე), რომ დავუსვათ წერტილი", - უთხრა მაღაროელებს
აქციაზე კახა კალაძემ.
შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ ვახტური
რეჟიმით მომუშავე მაღაროელებმა გაფიცვა მიმდინარე წლის 15 მაისს
დაიწყეს. 16 მაისს გამართული შეხვედრა მაღაროელებსა და კომპანიის
ადმინისტრაციას შორის კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
ამავე თემაზე:
ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ
"არ
გავჩერდებით" - ჭიათურელი მაღაროელები
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები და კომპანია ვერ
შეთანხმდნენ
მასალის გამოყენების პირობები