ჭიათურაში მაღაროელებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის
რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დღეს, 17 მაისს , 15:00 საათზე
შეიკრიბებიან და ყველა მოთხოვნას ერთობლივად განხილავენ. ჯორჯიან
მანგანეზის სპეციალური მმართველის თქმით, კომპანია მზადაა ანაზღაურება
გაზარდოს, თუმცა კონკრეტული დეტალები დღევანდელი შეხვედრის შემდეგ
გადაწყდება.
მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო შრომის პირობების ინსპექტირების
დეპარტამენტი. მათი გადაწყვეტილებით, დღეიდან პროცესში მედიატორი
ჩაერთვება.
მაღაროელების ნაწილი 16 მაისს გაიფიცა და მათი მთავარი
მოთხოვნები ხელფასების 50 % გაზრდა, ჯანდაცვის და შრომის პირობების
გაუმჯობესება და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებაა.
ამავე თემაზე:
"არ გავჩერდებით" - ჭიათურელი მაღაროელები
"ჯორჯიან
მანგანეზი": მაღაროელების გაფიცვა გარე ძალების მიერაა მართული
მასალის გამოყენების პირობები