ჭიათურაში შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში
ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე გაფიცული მაღაროელების მთავარი მოთხოვნა
ხელფასების გაზრდა და ადამიანური პირობების შექმნაა.
ერთ-ერთი დასაქმებულის რომან კუპატაძის თქმით,
ამ წუთებში მერიაში მხარეებს შორის
მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ისინი პროტესტის გაგრძელებლას
მანამ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
"სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, არ გავჩერდებით. ვითხოვთ
ხელფასების 50%-ით გაზრდას, იმიტომ რომ გვეკუთვნის. რაც შეეხება
"ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებას, რომ გარე ძალების მიერ ვართ
მართული, არაა მართალი. ჩვენ ჩვენი გაჭირვება გვაქვს და არ
გვაინტერესებს არცერთი პარტია", - ამბობს რომან კუპატაძე.
შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ ვახტური
რეჟიმით მომუშავე მაღაროელებმა გაფიცვა მიმდინარე წლის 15 მაისს
დაიწყეს.
ამავე
თემაზე:
ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ
მასალის გამოყენების პირობები