ვანში, დედა-შვილის სავარაუდო ცემის ფაქტზე, რომლის შესახებაც თავად, სავარაუდოდ, ძალადობის მსხვერპლმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფრომაციით, მომხდარზე სისიხლის სამართლის საქმე 126-ე პრიმა მუხლით აღიძრა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
22 წლის გოგონამ ფეისბუქზე მისი და ბავშვის ფოტოებიც გამოაქვეყნა,
რომლებზეც მისი თქმით, ძალადობის კვალი ჩანს.
გოგონა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს და ამბობს, რომ
სამართალდამცველების იმედი არ აქვს, რადგან ყოფილი მეუღლე მასზე და
მისი ოჯახის წევრებზე ადრეც ძალადობდა, თუმცა, მისი მეგობრის მამა
პოლიციელია და პასუხისმგებლობას აარიდებენ.
მასალის გამოყენების პირობები