შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქუთაისში, რამდენიმე დღის წინ
მიტოვებულ ვაგონში ნაპოვნი ცხედრის სქესი დადგინდა და დაახლოებით
განსაზღვრა გარდაცვალების დრო.
ნეშტი ქალს ეკუთვნის, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ გარდაიცვალა,
თუმცა ვინაობა ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.
შსს-ში აცხადებენ, რომ ცხედარს ექსპერტიზა უტარდება და საბოლოო პასუხი
დაახლოებით ერთ თვეში იქნება.
მიტოვებულ ვაგონში ადამიანის ნეშტი ერთ-ერთმა ადგილობრივმა იპოვა და
პოლიციას აცნობა. რა ვითარებაში გარდაიცვალა ქალი უცნობია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის
108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკველეობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები