"ქართული ოცნების" ზესტაფონის მერობის კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის
საარჩევნო ბანერზე ტექსტი შეცდომით დაბეჭდეს.
ქალაქის ცენტრში გამოკრულ ბანერზე ნაცვლად "ზესტაფონის მერად",
მითითებულია "ზესტაფდონის მერად" .
გიორგი გოგლიჩიძის თქმით, ხარვეზი ტექნიკური იყო და ის უკვე
გამოსწორებულია.
"ტექნიკური შეცდომა იყო და გასწორებულია. ერთადერთ ადგილზე იყო.
როდესაც გაიშალა და დაიკიდა ბანერი, შენიშნეს, მაგრამ ვიდრე
გასწორდებოდა, მოხდა სოციალურ ქსელში ატვირთვა", - ამბობს ზესტაფონის
მერობის კანდიდატი, გიორგი გოგლიჩიძე.
ზესტაფონში მერის რიგგარეშე
არჩევნები მიმდინარე წლის მაისში იმართება.
მასალის გამოყენების პირობები