ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მანქანის შეძენა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში უნდა უზრუნვლყოს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სედანის მარკის მანქანას შეძენას გეგმავენ. აღნიშნულის მიზნით წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გამარტივებული ტენდერი მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გამოაცხადა. წინადადების მიღება კი 12 აგვისტოს დაიწყება და ორ დღეში დასრულდება.
ტექნიკური პარამეტრები ძარა: ძარის ტიპი სედანი,საბარგულის მაქსიმალური მოცულობა 1568 ლ. ბორბლების ბაზა არანაკლებ - 2650 მმ. სიმაღლე არანაკლებ - 1450 მმ. სიგანე არანაკლებ - 1800 მმ. სიგრძე არანაკლებ - 4650 მმ. ადგილების რაოდენობა 5 , კარების რაოდენობა 4 საბარგულის მინიმალური მოცულობა 530 - ეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 11 000 ლარის ღირებულების სედანის ტიპის მანქანის პარამეტრებია.
სატენდერი პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მანქანის შეძენა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორ ავტომანქანას (სედანისა და ჯიპის ტიპის ავტომაქანებს) შესყიდვაზე ტენდერი მიმდინარე წლის ივლისში ქონდა გამოცხადებული. მაშინ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მანქანების შესყიდვაზე
25 000 ლარის გამოყოფა მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები