რეგიონი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ორ ავტომანქანას ყიდულობს
FaceBook
ვტომანქანების შესასყიდად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 000 ლარი გამოიყო.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ორ ავტომანქანას (სედანისა და ჯიპის ტიპის ავტომაქანებს) ყიდულობს. ავტომანქანების შესყიდვისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 000 ლარის გამოყოფა მოხდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სედანის ტიპის ავტომანქანისთვის 11 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადეს,  ხოლო ჯიპის ტიპის ავტომანქანისთვის 14 000 ლარის ღირებულების ტენდერია გამოცხადებული. ორივე ტენდერზე წინანადების მიღება დღეიდან დაიწყო.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ზაზა ძნელაძის განმარტებით, ავტომანქანებზე ტენდერი უკვე სამჯერ ჰოქნდათ გამოცხადებული და ყოველ ჯერზე ჩაუვარდათ. ამის მიზეზად ძნელაძე, მანქანების შესასყიდად განკუთვნილ ფასს ასახელებს.
" ეს არ არის კონკრეტული ადამიანისთვის განსაზღვრული, ეს მანქანები მუნიციპალიტეტს სჭირდება, რდგან წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სხვდასხვა ინფრატსრუქტურული სამუშაოები მიმდინარებს, რომელსაც დათვალიერება და ადგილზე მისვლა სჭირდება ", - განმარტავს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში გამგებლის მოადგილე.
ზაზა ზნელაძის ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ავტოპარკი ამ დროისთვის ორ ავტომანქანას ითვლის. ძნელაძის განმარტებით, ორივე ავტომანქანა 90-იანი წლების გამოშვებისაა და უკვე მწყობრიდან გამოსულია.

თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.