ახალი ამბები
ქუთაისის მერიის თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს
FaceBook
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი სპეციალისტი გოჩა მარგველაშვილი  თაღლითობის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა მარგველაშვილი  სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ცდილობდა დაერწმუნებინა წვევამდელი, რომ 400 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა მისი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის 6 თვით გადავადებას.

სამხედრო სამსახურის სპეციალისტი  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თანხის აღების მომენტში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მარგველაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. გამოძიებას სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
, ორგანიზაცია გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება
18:58 / 07.04.2025
, ორგანიზაცია გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება "მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა".
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2024 წელს ამ
ბაზაში 34 758 არასრულწლოვანი პირველად დარეგისტრირდა. 
14:22 / 07.04.2025
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2024 წელს ამ ბაზაში 34 758 არასრულწლოვანი პირველად დარეგისტრირდა. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.