ქუთაისის მერიამ სხვადასხვა თაობის
ჟურნალისტებს, ადმინისტრაციულ შენობაში, პროფესიული დღე
ფურშეტით მიულოცა.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ჟურნალისტების გამასპინძლებისთვის
მოწყობილი ფურშეტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 100 ლარი
დაიხარჯა.
შეხვედრას მედიის წარმომადგელებთან ერთად მერიის ადმინისტრაციული
სამსახურისა და პრესსამასახურის უფროსები ესწრებოდნენ.
ფოტოები მერიის პრესსამსახურის თანამშრომლებმა
სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 21 მარტს, ქუთაისის მერია
ჟურნალისტებისთვის საზეიმო შეხვედრას ყოველწლიურად აწყობს.
მასალის გამოყენების პირობები