21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. თარიღი 21,
21-ე ქრომოსომას აღნიშნავს, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე
ტრისომიულ მოვლენას.
სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან ერთი
დაუნის სინდრომით იბადება.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერის
მოადგილემ სხვადასხვა დღის ცენტრის 12 აღსაზრდელს უმასპინძლა და
საჩუქრები გადასცა. ბავშვებთან ერთად, ნინო თვალთვაძემ და სამხატვრო
სკოლის მოსწავლეებმა, სიმბოლურად ტილოზე მზე დახატეს და სხვადასხვა
აქტივობები განახორციელეს.
"მნიშვნელოვანია საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ავღნიშნავთ ასეთ
მნიშვნელოვან დღეს. ჩვენ ძალიან ხშირად უნდა შევხვდეთ მათ და
ვისაუბროთ იმაზე ,თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ადგილობრივმა
თვითმმართველობამ, სახელმწიფომ და საზოგადოებამ მათთვის, “ -
განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე საქართველოში
პირველად 2006 წლის 21 მარტს პირველად აღინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები