იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის
თანმშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული ა. ბ. ძარცვის ბრალდებით
დააკავეს.
ა.ბ. ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ერთ-ერთი
საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, საქართველოში დროებით მცხოვრებ
ინდოეთის მოქალაქეს 450 ლარი და პირადი დოკუმენტები გასტაცა და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გატაცებული დოკუმენტები ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება ძარცვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე
მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტებით
მიმდინარეობს.
დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები