"არა ნაგავსაყრელს" - ამ მოთხოვნით თერჯოლის მუნიცუპალიტეტის სოფელ
ჭოგნარის მოსახლეობა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის
მშენებლობას აპროტესტებს.
ადგილობრივები ცენტრალურ მაგისტრალთან შეიკრიბნენ და ამბობენ, რომ
ნაგავსაყრელის მშენებლობა მათ სიცოცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს
შეუქმნის. მათი თქმით, თუკი არ გადაწყვეტილება არ შეიცვლება,
პერმანენტულ აქციებს გამართავენ, შიმშილობას დაიწყებენ, ტერიტორიაზე
ტექნიკას არ შეუშვებენ და ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.
ადგილზე უსაფრთხოების მიზნით პოლიციაა მობილიზებული და აქციის
მონაწილეებს გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევენ.
სოფლის მაცხოვრებლების თქმით, თუკი უსაფრთხო იყო ნაგავსაყრელი მაშინ
რატომ გააუქმეს ნიკეაზე.
მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის შიში
უსაფუძვლოა და პროტესტის მიუხედავად, ახალი ნაგავსაყრელი მაინც
აშენდება. ახალ ნაგვასაყრელზე დაგემილია პოლიგონის, ავტომობილის
ხიდური სასწორის და სადეზინფექციო აპარატების მოწყობა. სადაც,
ნარჩენების კომპაქტირება და დაპრესვა მოხდება. ის ნაგავსაყრელი
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000 მოქალაქეს
მოემსახურება. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 26 მლნ ევროს
შეადგენს. პროექტს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანია", გერმანულ
მხარესთან თანამშრომლობით, ახორციელებს. ახალი ნაგავსაყრელი 700 000
მოქალაქეს მოემსახურება.
რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა თერჯოლის მუნიციპალიტეტ სოფელ
ჭოგნარში მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება.
მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლის, გიორგი
შუხოშვილის თქმით 36 ჰა მიწის ფართობზე, ახალი ნაგავსაყრელის
მშენებლობის დასრულება 2020 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. კომპანიაში
ირწმუნებიან, რომ ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისი
იქნება.
"გასული წლების 60-იანი წლებიდან ფუნქციონირებს სამტრედიის
მუნიციპალიტეტსა და ნიკეას უბანში არსებული ნაგავსაყრელები, მათ
ამოწურეს თავიანთი ლიმიტი და ესენი აუცილებლად უნდა დაიხუროს.
სამაგიეროდ, ვაშენებთ რეგიონულ ნაგავსაყრელს, სადაც ყველა
ევროსტანდარტი იქნება დაცული", - ამბობს გიორგი შუხოშვილი.
მასალის გამოყენების პირობები