ახალი ამბები
ჩახერგილი საავტომობილი გზა და წაქცეული ხეები – ქუთაისში გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა
FaceBook
ქუთაისში გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შეუქმნა "მწვანეყვავილას" უბნის მოსახლეობას. დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც რამდენიმე ხე წაიქცა და საავტომობილო გზა ჩახერგა. ჩამოწოლილმა მეწყერმა ასევე ელექტროენერგიის სადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა.



შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები. სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური ტექნიკა მუშაობდა, რომლის საშუალებით ჩახერგილი გზა გაწმინდა. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ "სოკარ ჯორჯიას" ბრიგადები, რომლებიც ბუნებრივი აირის დაზიანებულ მილებს აღადგენენ.

"ყველა შესაბამის სამსახურს დაუყონებლივ მივეცით დავალება და სტიქიის ლიკვიდაცია უმოკლეს დროში მოვახერხეთ. პარალელურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოსახლეობას არ შექმნია გადაადგილების პრობლემა. დილიდან კი "სოკარ ჯორჯია" დაზიანებულ მილებს აღადგენს" განაცხადა ქუთაისის მერმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.