ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექიმი მეან-გინეკოლოგი
დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული
ინფორმაციის
საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად 1969 წელს დაბადებული შ. თ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით
დააკავეს.
სამართალდამცველებმა, შ.თ.-ს პირადი ჩხრეკისას 5 ცალი ნარკოტიკული
საშუალება "მორფინის" შემცველი ამპულა ამოიღეს.
დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
მიმდინარეობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ექიმს 6 წლამდე
თავისუფლეწბის აღკვეთა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები