საქართველოს პრეზიდენტი, იმერეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში,
წყალტუბოს შემდეგ, ქუთაისს სტუმრობს.
მან ვიზიტი ქუთაისის ბოტანიკური ბაღიდან დაიწყო. პრეზიდენტი,
ასევე, ქართულ-პოლონური არქეოლიგიური ექსპედიციის შედეგებს გაეცნობა
და ბოლოს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართავს
შეხვედრას. ვიზიტი უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლით დასრულდება.
პრეზიდენტი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს
მიმართავს.
საქართველოს პრეზიდენტი იმერეთს 9 თებერვალს ეწვია. ვიზიტის პირველი
დღე წყალტუბოში დაიწო.
მასალის გამოყენების პირობები