საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი იმერეთში
დაიწყო.
პრეზიდენტი უკვე წყალტუბოში იმყოფება. მან გუდიაშვილის პანო
მოინახულა, რის შემდეგაც რამდენიმე სასტუმროსა და საწურბლიას მღვიმეს
მოინახულებს. პრეზიდენტს იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და
წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი მასპინძლობს.
10 თებერვალს ვიზიტი ქუთაისში გაგრძელდება. სალომე ზურაბიშვილი აკაკი
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა და საზოგადოების
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მიმართავს.
ამის შემდეგ ბოტანიკურ ბაღსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჰესს
დაათვალიერებს.
ასევე, ესტუმრება გაბაშვილის გორას, სადაც ქართულ-პოლონური ერთობლივი
ექსპედიციის ხელმძღვანელები არქეოლოგიური გათხრების შედეგებს
გააცნობენ.
მასალის გამოყენების პირობები