გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
7 თებერვლის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 14-19 გრადუსადე
მოიმატებს. დაბლობ რაიონებში ყინვა მოსალოდნელი არ არის.
4 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან 7 თებერვლის ღამის საათებამდე ზემო
იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, დროგამოშვებით, აღმოსავლეთის ძლიერი
ქარი იქროლებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლიდან არამდგრადი ამინდია
მოსალოდნელი. გაწვიმდება და ჰაერის ტემპერატურა 9 თებერვლიდან
დაიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები