ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო გიორგი ჭიღვარიას რეკომედაციით
მიმართავს.
საბჭო მერს მოუწოდებს გადახედოს ზედამხედველობის სამსახურის მიერ
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წევრის, გია
გოქაძის სახელზე გამოწერილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს,
რომელიც ზვიად ჯავახიას სამსახურმა მას შემდეგ შეადგინა, რაც გია
გოქაძემ თეთრ ხიდზე წარწერა "სახიფათოა " გააკრა.
გოქაძე ამ ფორმით მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ 29 დეკემბერს ხიდზე
მინის დაზიანების გამო, მასზე გადაადგილება სახიფათო იყო.
საბჭო მიიჩნევს, რომ მერია ასეთ ხისტ გადაწყვეტილებებს არ უნდა
იღებდეს. საბჭო ქალაქის ხელისუფლებას მიმართავს,
დაჯარიმების ოქმს საქმეზე სასამართლო პროცესის გამართვამდე
გადახედოს.
გია გოქაძე მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 500 ლარით დააჯარიმა.
საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, თუმცა, სხდომა ჯერ
არ ჩანიშნულა.
მასალის გამოყენების პირობები