ახალი ამბები
ბინები, ავტოსადგომი, რესტორანი, სასტუმროს ნომერი – რა ქონებას ფლობს წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე
FaceBook
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის 22 იანვარს აქვს შევსებული.
დეკლარაციის მიხედვით, გრიგოლ ივანეიშვილის საკუთრებაშია ბათუმში სასტუმრო ნომერში (მშენებარე), 34,9 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა დაბა ბაკურიანში; თბილისში მდებარე 168 კვ. მეტრის ბინის 50%-იანი წილი, რომლის დარჩენილი წილი მისი მეუღლის საკუთრებაა; 286,3 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლსა და იმავე მისამართზე მდებარე 990 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი წყალტუბოში.

მის საკუთრებაშია ასევე, ექვსი მიწის ნაკვეთი წყალტუბოს სოფელ ქვილიშორში, რომელთა ჯამური ფართი 66 632 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ამის გარდა, ივანეიშვილი ფლობს 18 კვ. მეტრის ავტოსადგომს თბილისში; 2 330 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 50%-იან წილს, წყალტუბოში ცივი ტბის მიმდებარედ; 1 600 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ურეკში; წყალტუბოში მდებარე 101 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთისა და 97,8 კვ. მეტრის კომერციული ფართის 50%-ს; ასევე 60 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 50%-იან წილს.

ივანეიშვილის სახელზეა 836,02 კვ. მეტრის კომერციული ფართი ურეკში; ასევე 146 კვ. მეტრი ფართობისა და 1 736,36 კვ. მეტრის ორი კომერციული ფართი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორში. გრიგოლ ივანეიშვილის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი „ტოიოტა ლენდ კრუიზერი“, რომელიც 2014 წელს 128 158,8 ლარად შეიძინა.

ივანეიშვილი არის სს „მერცხალის“ აქციების მფლობელი, რომელიც 1996 წელს 3 200 ლარად აქვს შეძენილი. გარდა ამისა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ეკუთვნის შპს „სანატორიუმის“ 30%-იანი წილი, რომლის საქმიანობითაც წლიურად შემოსავლის სახით 27 434 ლარი მიიღო; არის შპს „წყალტუბოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის“ 90%-ის მფლობელი და მისი საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა 16 747 ლარი შეადგინა. 

გარდა ამისა, არის შპს „პლატინას“ 90%-იანი წილისა და შპს „სტალაქტიდას“ 50%-იანი წილის მფლობელი. მეორე 50%ის მფლობელი კი მისი მეუღლეა. ასევე არის სს „პეგასის“ აქციონერი, რომლის საქმიანობითაც წლიურად 4 328 ლარის შემოსავალი მიიღო. თუმცა, როგორც დეკლარაციაში აქვს აღნიშნული, ხუთივე საწარმოში წილის მინდობის უფლება სხვა პირზე აქვს გადაცემული.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ივანეიშვილის შემოსავალმა 2017 წლის 20 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში 3 659,53 ლარი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორობისას კი 966 ლარი შეადგინა.

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული ივანეიშვილი ცხოვრობს მეუღლესთან ერთად, რომლის შემოსავალმაც 2017 წლის განმავლობაში შპს „წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოში“, შპს „ნიუ ფარმასა“ და შპს „ჯი ემ პი“-ში ექიმ-ინფექციონისტად მუშაობისას, ჯამში, 12 473,71 ლარი შეადგინა. ამასთან, ის ფლობს 54 კვ. მეტრი ფართობის ბინას წყალტუბოში; 1 200 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთსა და იმავე მისამართზე მდებარე 489,1 კვ. მეტრის შენობა-ნაგებობას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორში.

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი 25 იანვარს საკრებულოს სხდომაზე დააკავეს.

ამავე თემაზე

რატომ დააკავეს წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე – სუსის განცხადება

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

შენობა, რომლის აუქციონზე გაყიდვას წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე ინვესტორს დაჰპირდა (ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.