ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში მამის
მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის-რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1987 წელს ბ.კ
ოჯახში ჩადენილი დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის
ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს
ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე
წლის 25 იანვარს, ვანის რაიონის სოფელ სულორში, ურთიერთშელაპარაკების
ნიადაგზე, ბ.კ.-მ, მამას - 1960 წელს დაბადებულ ა.კ.-ს,
სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა. ა.კ. მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე
თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
მასალის გამოყენების პირობები