ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებმა, მერიას, რომელმაც "ფლამინგოს"
მშენებლობისთვის ადგილი სკვერში გადასცა, სასამართლო დავა მოუგო.
თითქმის ორწლიანი პროცესი, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
მიმდინარეობდა, დღეს დასრულდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მერიისა
და საკრებულოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, რომლითაც შპს
"ფლამინგოს" ბუხაიძის N17, N19–ის მიმდებარედ არსებული სკვერის ნაწილი
25-წლიანი იჯარით გადაეცა, გაუქმდა.
სასამართლოში ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებთა სახელით საკრებულოს წინა
მოწვევის დეპუტატი - ნატო ქათამაძე იბრძოდა.
მისი თქმით, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
"14 პროცესი გაიმართა, არც ერთს მერიის წარმომადგენელი არ ესწრებოდა.
სასამართლომ მიიღო ძალიან სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება. დღეს
გამიჩნდა განცდა, რომ სამართლიანი სასამართლო არსებობს", – ამბობს
ნატო ქათამაძე.
ქუთაისის მერიამ შპს "ფლამინგოს", რომელიც 2017 წლამდე კინო
"საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა, ბუხაიძის ქუჩაზე
300 კვ.მ მიწა სკვერში გადასცა. მერიასა და შპს–ს შორის შეთანხმება
მას შემდეგ მოხდა, რაც "ფლამინგოს" ადგილი კინო "საქართველოს"
ადმინისტრაციამ მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კინოს გახსნაზე უარი
განაცხადა.
ქუთაისის მერიამ მაშინ გამოსავლის სახით, კაფეს, სანაცვლოდ ადგილი
ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში შესთავაზა. სკვერში კომერციული
მშენებლობის შეჩერებისა და იჯარის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით,
ქუთაისის მერიის წინ ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები საპროტეტსო ქციებს
მართავდნენ, რის შემდეგაც მათ სასამართლოში შეიტანეს სარჩელი.
ამავე
თემაზე:
"ფლამინგოს" მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
22 ივნისს სარჩელი შეაქვთ
ქუთაისის
მერიის ორმხრივი გარიგება კინო "საქართველოს" გახსნის
სანაცვლოდ
"თქვენ გინდათ ფულები, ჩვენ გვინდა სკვერი" - დაპირისპირება ქუთაისში
კაფე-ბარის მშენებლობის გამო (ვიდეო)
"ისუნთქოს ქალაქმა" - საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან
"ისუნთქეთ ცემენტი" - აქცია ქუთაისის მერიის წინ
"ფლამინგოს"
მშენებლობის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი
შევიდა
მასალის გამოყენების პირობები