"არ შეწყდეს გამოძიება" - ამ სლოგანით ქუთაისში აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან ზვიად გამსახურდიას
მკვლელობის საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვეს.
ისინი დადებითად აფასებენ დროის გახანგრძლივებას. თუმცა, მათი თქმით,
გამოძიებას 5 წელი არ სჭირდება ორ წელიწადში უნდა დაიდოს საბოლოო
დასკვნა.
31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე 25-წლიანი ხანდაზმულობის
ვადა იწურება.
საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებაზე პარლამენტი ორშაბათიდან
დაჩქარებულად იმსჯელებს.
კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები პროკურატურის საზოგადოებრივი
მისაღების შენობაში შიმშილობენ.
21 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მიმართა,
გაეთვალისწინებინა თხოვნა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის
გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელებულიყო.
მასალის გამოყენების პირობები