ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წიგნის
პრეზენტაცია გაიმართა.
ქუთაისი XIX საუკუნის ქართულ პრესაში - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც
მედიის მკვლევარმა ეკა ბაქანიძემ შეადგინა.
"მე -19 საუკუნის პრესაზე რამდენიმე წელია რაც ვმუშაობ. იმთავითვე
ყურადღება მიიქცია ქუთაისთან დაკავშირებულმა თემებმა. იმიტომ რომ
მასალა იყო ძალიან მრავალფეროვანი, იმ პერიოდის გაზეთების ყველა
ნომერში იყო მასალები ქუთაისზე ან ქუთაისიდან", - აღნიშნა ანა
ბაქანიძემ.
მე-19 საუკუნის პრესაში ქუთაისთან დაკავშირებული მასალები ყველა
სფეროს ეხება. არის ინფორმაციები როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,
რომლებიც მაშინ ხორციელდებოდა ქალაქში, ან მათი საჭიროება იყო, ასევე
მასალები ადამიანურ ისტორიებზე.
სტატიები როგორც კრიტიკული, ასევე მორალური და
შეგონებითი ხასიათის გახლდათ.
მაშინდელი პრესა ყვება მეცენატობის ისტორიებს. მაგალითად, მეთონეზე
რომელიც გიმნაზიის ღარიბ სტუდენტებს უფასოდ აძლევდა პურს, ასევე
დალაქზე, რომელიც მსახიობებს უსასყიდლოდ ემსახურებოდა.
აქ შეიძლება გადაეყაროთ ინფორმაციებს გამოგინებებზეც.
მაგალითად, ქუთაისელ გამომგონებელ ვინმე რატიანზე, რომელმაც
თანამედროვე თერმოსის ანალოგი გამოიგონა.
პრესა ყვება პიანისტზე, რომელმაც განათლება ვენაში მიიღო, მაგრამ
ქუთაისში დაბრუნდა რომ აქ ესწავლებინა და ა.შ.
არის ბევრი მასალა ქალთა აქტიურობაზე და მათ ბრძოლაზე
უფლებებისთვის.
მე-19 საუკუნის პრესა ასახავს ქუთაისის საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას,
საზოგადოების მცდელობებს არ ჩამორჩნენ და ფეხდაფეხ მიყვნენ
პროგრესს.
პრეზენტაციაზე წარმოადგინეს გამოფენაც.
წიგნიდან ამონარიდები მესხიშვილის თეატრის მსახიობები წაიკითხეს.
პროექტი ქუთაისის მერიის დაფინანსებით გამოიცა, ახალგაზრდული იდეების
კონკურსის ფარგლებში.
მასალის გამოყენების პირობები