საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზესტაფონის
მერის კახა მახათაძის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 381–ე
მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც სასამართლო
გადაწყვეტილებების შეუსრულებლობას ნიშნავს. შსს–ში აცხადებენ,
რომ ზესტაფონის მერზე სხვა საქმებთან დაკავშირებით გამოძიების
დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.
კახა მახათაძის საქმეზე გამოძიების დაწყებას არც საქართველოს
პროკურატურაში ადასტურებენ.
ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე ირწმუნება, რომ
კახა მახათაძის წინააღმდეგ შვიდ საქმეზე არის გამოძიება
დაწყებული. გოგლიჩიძის ინფორმაციით, საქმე ეხება ქერქული
ნარჩენების გატანის საქმეს, სახელმწიფო შესყიდვებს, სასამართლო
გადაწყვეტილებების შეუსრულობასა და ბიზნესინტერესებს.
"კახა მახათაძის წინააღმდეგ, შვიდ საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის
საქმე. ერთ–ერთი არის ქერქული ნარჩენების მიტაცება, რომელშიც საკუთარი
ძმა ჰყავს ჩართული; ასევე, ტენდერების საკითხი, კერძოდ კი, მან
ტაბაკინის მამათა მონასტრის მისასვლელ გზაზე მეორედ გამოაცხადა
ტენდერი და იმავე კომპანიას მოაგებინა, რომელმაც გზის იგივე
მონაკვეთზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული
ტენდერის პირობები არ შეასრულა. მას ზესტაფონთან მხოლოდ
ბიზნეს–ინტერესები აკავშირებს. კახა მახათაძეს არ აქვს მორალური
უფლება იყოს ამ ქალაქის მერი", – განაცხადა პრესკლუ
ბ
"მედიარუმში" გამართულ ბრიფინგზე გიორგი გოგლიჩიძემ.
ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 2018 წლის
18 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა მჯდომარე
აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მერიის შენობაში შევიდნენ და მერის
მისაღები დაიკავეს. მოშიმშილეები ზესტაფონის მერს კორუფციაში
ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მახათაძე დაუყოვნებლივ უნდა
გადადგეს.
ამავე თემაზე:
ზესტაფონში
აქციის მონაწილეები პროკურატურის შენობაში შეიჭრნენ
(ვიდეო)
"მერი
უნდა ვაიძულოთ, რომ დატოვოს თანამდებობა" - საპროტესტო აქცია
ზესტაფონში (ვიდეო)
დღეს, ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით აქციას
გამართავენ
ზესტაფონის
მერობის ყოფილი კანდიდატი მოქმედი მერის გადადგომას
ითხოვს
მასალის გამოყენების პირობები