მერის ბრძანების მიხედვით, ლოგო უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი, მარტივი, აღქმადი, დახვეწილი და უნივერსალური, ხოლო სლოგანი - ლაკონური, სხარტი, გარითმული და პასუხობდეს მესიჯს - რატომ ქუთაისი?
ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შექმნის მიზნით მერიამ კონკურსი გამოაცხადა.
ამ მიზნით ქალაქის მერმა შესაბამისი ბრაძანება გუშინ გამოსცა.
"ქუთაისის, როგორც ტურისტული ბრენდის ჩამოყალიბებისათვის, უმნიშვნელოვანესია ქალაქს ჰქონდეს ტურისტული ლოგო და სლოგანი. ლოგო და სლოგანი უნდა წარმოადგენდეს უნიკალურ ნიშანს, რომელიც საზოგადოებას დაეხმარება მოახდინოს ქალაქ ქუთაისის იდენტიფიცირება და ტურისტული ცნობადობის გაზრდა," - აღნიშნულია მერის შოთა მურღულიას მიერ გამოცემულ დოკუმენტში.
საუკეთესო ლოგოსა და სლოგანს 11 კაციანი კომისია გამოავლენს, რომელთა შემადგენლობაში არიან: შოთა მურღულია, კონსტანტინე ქავთარაძე, პაატა კლდიაშვილი, ვაჯა ჯუღელი, ირაკლი სარიშვილი, პაატა ლილუაშვილი, მირანდა კუპრავა, ელისო ჩოგოვაძე, გიორგი შალამბერიძე, თეონა ნანავა და ანა შავგულიძე.
საუკეთესო ნამუშევრის ავტორისთვის ჰონორარის გაცემა მოხდება მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განვითარების პროგრამის ბიუჯეტიდან.
მერის ბრძანების მიხედვით, ლოგო უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი, მარტივი, აღქმადი, დახვეწილი და უნივერსალური, ხოლო სლოგანი - ლაკონური, სხარტი, გარითმული და პასუხობდეს მესიჯს - რატომ ქუთაისი?
ნამუშევრების მიწოდების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 25 აგვისტოა.
მასალის გამოყენების პირობები