ახალი ამბები
თეთრ ხიდზე თეთრი ქვები მიიტანეს
FaceBook
თეთრ ხიდზე რამდენიმე წუთის წინ თეთრი ქვები მიიტანეს.

სავარაუდოდ, ეს ის ქვებია, რომლის განთავსებასაც მერია ხიდზე გეგმავდა. თუმცა, მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ქვები მერიის დავალებით არ მიუტანიათ.

"კომპანიას დღეს შეუწყდა ხელშეკრულება სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო და შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ უფლება თვითნებურად ხიდზე თეთრი ქვები შეეტანათ. ამის შესახებ არც ადგილობრივი თვითმმართველობა იყო ინფორმირებული, კომპანიის მხრიდან აღნიშნული ქმედება თვითნებურად განხორციელდა. ფაქტთან დაკავშირებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს" - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

სამუშაოების შემსრულებელ კომპანია "ალმა რუს საქართველოს" ფილიალის დირექტორს, მერაბ გაბუნიას ტელეფონი გამორთული აქვს. 

თეთრი ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი თვე ელოდნენ, 3 ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა.

ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის. რამდენიმე ფილა ფეხის დაბიჯების დროს მოძრაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ალმა რუსმა" შეასრულა.


ფოტო: თორნიკე ბარათაშვილი

ამავე თემაზე:

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი ხიდი

განახლებული თეთრი ხიდი ღამით (ფოტო)

რას ფიქრობენ ქუთაისში განახლებულ თეთრ ხიდზე? (ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.