ქუთაისის მერია ახალი წლისთვის ტრადიციულად, სხვადასხვა გასართობ
ღონისძიებას გეგმავს.
ახალი წლის დღეებში ღონისძიებები ძირითადად, ქალაქის ცენტრალურ
ნაწილში, მონპლაზირის ტერიტორიაზე და ანჯაფარიძის სკვერში
გაიმართება.
სადღესასწაულო დღეებში დაგეგმილია კოსტუმირებული და თეატრალური
წარმოდგენები, დრამერების შოუ-მსვლელობა, სამეჯლისო ცეკვების
პერფორმანსი და სხვადასხვა საბავშვო ღონისძიება. ახალი წლის ღამეს
გაიმართება ტრადიციული გალა–კონცერტი.
ღონისძიებების ორგანიზებისთვის ქუთაისის მერიამ 43 000 ლარიანი
ტენდერი (NAთ180018685) უკვე გამოაცხადა.
საახალწლო ღონისძიებების
გრაფიკი ჯერ შედგენილი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები