ქუთაისში მესამე საარჩევნო უბნიდან ნაციონალური მოძრაობის
წარმომადგენელი გააძევეს.
ამავე უბნის საარჩევნო კომიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მიზეზი
ერთ-ერთი
ამომრჩეველის გამო მომხდარი აჟიოტაჟი გახდა,
რომელსაც სარეცხი საშუალების კვალი ემჩნეოდა.
"საბავშვო ბაღში მუშაობს ის ქალი, სარეცხი საშუალების ხაზი ემჩნეოდა
ხელზე და ამაზე ააგო დამკვირვებელმა პროვოკაცია, ყვიროდა და 7-8 წუთით
შეაფერხა მუშაობის პროცესი. დებოში ატეხა, შევიკრიბეთ, ვუყარეთ კენჭი
და კომისიამ მიიღო გაძევების გადაწყვეტილება. მერე თვითონაც მიხვდა
დანაშაულს და ბოდიშები უხადა ვის მიმართაც პროვიკაციას ახორციელებდა",
- ამბობს მესამე საუბნო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე,
ნანი
გასვიანი.
"ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენელი ამავე უბნიდან ამბობს,
რომ კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
"ამ ქალს პირველი ტურის არჩევნებზეც მსგავსი მიზეზი ჰქონდა, რის გამოც
აყვირდა დამკვირვებელი და არ იყო გასაგდები უბნიდან", -
ამბობს ენმ-ს წარმომადგენელი ციალა ოქრომჭდლიძე.
მასალის გამოყენების პირობები