15 საათის მონაცემებით, ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობა 10 000-ით
მაღალია პირველი ტურის ამავე პერიოდთან შეადრებით.
ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 53 977-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა,
რაც საერთო ამომრჩევლის 34.54%-ია.
აღნიშნული მონაცემები კი მხოლოდ 7%-ით ჩამორჩება პირველი ტურში
დაფიქსირებულ ამომრჩეველთა საერთო აქტივობას. პრეზიდენტის
არჩევნების პირველ ტურიში ქუთაისში მონაწილეობა 65 000-მა
ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 41.6%-ია.
"ამომრჩევლების ეს აქტივობა პირველი ტურის 15 საათის მონაცემებთან
შედარებით 10 000-ით მაღალია. ეს არის ყველაზე მაღალი აქტივობა, რაც
კი ქუთაისში დაფიქსირებულა ბოლო პერიოდის განმავლობაში"- განმარტავს
ოსეფაიშვილი.
მისი თქმით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში 11 საჩივარია შესული.
"ორი საჩივარი დაწერილია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ხოლო დანარჩენი
არასამთავრობო, დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან," აცხადებს
ავთანდილ ოსეფაიშვილი.
12 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი ქუთაისში საკუთარი არჩევანი
28245-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის
18.1%-ია.
ქალაქში სულ 124 საარჩევნო უბანია. აქედან, მხოლოდ ერთი სპეცუბანია,
N2 საპყრობილე, სადაც 260 ამომრჩეველია.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ქუთაისში 156 281ამომრჩეველია
რეგისტრირებული, რაც პირველ ტურთან შედარებით 230 ამომრჩევლით
მეტია.
მასალის გამოყენების პირობები