ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლის თქმით, მას "ქართული
ოცნების" აგიტატორებმა სცემეს.
"ნაციონალირი მოძრაობის" წევრის, ნინო თვალავაძის განცხადებით, მას
ფიზიკური შეურაცხყოფა 101-ე საარჩევნო უბანთან მიაყენეს.
"ხელში ეკავათ სიები, მე აქ ვარ დამკვირვებელი. წავართვი ეს ფურცლები
და გავიქეცი. გამომეკიდნენ ეს ქალები და დასახმარებლად გარეთ მდგომ
კაცებს დაუძახეს. მეცნენ და ბოთლი ჩამარტყა თავში მამაკაცმა, ხელზე
დაზიანებები მომაყენეს, პატრულის გამოჩენისთანავე ეს ადამიანები
გაქრნენ, არ ვიცი ვინ არიან ეს ადამიანები თუმცა სავარაუდოდ ისინი
იყვნენ, აგიტატორები „ქართული ოცნებიდან",- განაცხადა თვალავაძემ.
მასალის გამოყენების პირობები